გამოკითხულთა დიდი ნაწილისთვის პარტიის ლიდერს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

“რომელია ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს თქვენი მხრიდან ხმის მიცემას?” – ამ კითხვაზე გამოკითხულთა 46% უმთავრესად პარტიის ლიდერს, ხოლო 43% მთავარ კრიტერიუმად პარტიის მიღწევებს ასახელებს. პარტიის პოლიტიკურ პლატფორმასა და ამა თუ იმ პარტიისთვის ეკლესიის მხარდაჭერას გამოკითხულთა შედარებით ნაკლები პროცენტი ანიჭებს უპირატესობას.
ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრისთვის ყველაზე აუცილებელი თვისება პატიოსნება, სანდოობა და ხალხთან სიახლოვე უნდა იყოს.
ორ ყველაზე აუცილებელ თვისებად მომავალი პრემიერ-მინისტრისთვის გამოკითხულთა 42% პატიოსნებასა და ნდობის მაღალ ხარისხს მიიჩნევს, ხოლო 30%-თვის ხალხთან სიახლოვეა აუცილებელი.
სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია „JPM Strategic Solutions“-მა საქართველოს მასშტაბით 18-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევას 2,8%-იანი ცდომილების მაჩვენებელი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები