ფილიპინებზე მომხდარი აფეთქების უკან დაჯგუფება „აბუ საიაფი“ დგას

ფილიპინების სამხრეთ ნაწილში გუშინ საღამოს მომხდარი აფეთქების უკან, რომლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა, ისლამისტური დაჯგუფება „აბუ საიაფი“ დგას.  ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ მომხდარს „სრული უკანონობა“ იწოდა.
აფეთქება პარასკევს საღამოს ქალაქ დავაოში, ხალხმრავალ ადგილას, ერთ- ერთი სასტუმროს გვერდით მოხდა.
დავაო ფილიპინების სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც ისლამისტები წლების განმავლობაში დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან.  თუმცა ბოლო წლებში ამ რეგიონში სიმშვიდე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები