ჩინეთის პარლამენტმა კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის პარიზის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

სახალხო წარმომადგენელთა სრულიად ჩინეთის კრების მუდმივმა კომიტეტმა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის პარიზის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი 2015 წლის დეკემბერში იყო მიღებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ჩინეთის პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება ერთკვირიანი განხილვის შემდეგ მიიღო.
პარიზის შეთანხმებას ხელი  170 ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა. ის ავალდებულებს ხელმომწერ ქვეყნებს შეამცირონ ნახშირორჟანგით ატმოსფეროს დაბინძურება და 2100 წლისთვის დედამიწის საშუალო ტემპერატურის ზრდა 2 გრადუსზე მეტად არ დაუშვან.
ჩინეთი მავნე ნივთიერებებით ატმოსფეროს დაბინძურების მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
კვირას, 4 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ ხანჩჟოუში „დიდი ოცეულის“ სამიტი იწყება. G20-ის ლიდერები ვარაუდობენ, რომ შეხვედრაზე ჩინეთი და აშშ პარიზის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ ერთობლივად განაცხადებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები