აშშ-ის ფლორიდის შტატში გრიგალმა „ერმინამ“ 300 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

A huge pine tree is shown after falling through a home from the wind and rain damage of Hurricane Hermine in Tallahassee, Florida September 2, 2016. REUTERS/Phil Sears REUTERS/Phil Sears

შეერთებული შტატების ფლორიდის შტატში გრიგალმა „ერმინამ“ 300 ათასი საცხოვრებელი სახლი და დაწესებულება ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია,  დაბლობში კი სტიქიამ წყალდიდობა გამოიწვია.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ქარის სიჩქარე საათში 130  კილომეტრს შეადგენდა. შტატის რამდენიმე ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა.
სტიქიას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ ოკალაში ერთ-ერთი უსახლკაროს კარავს ხე დაეცა.
ამჟამად „ერმინა“ ატლანტის ოკეანის თავზეა და  სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინას მიმართულებით მოძრაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები