გამოკითხულთა უმრავლესობა გიორგი კვირიკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილია

ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით კომპანია “ჯეი პი ემმი“-ს ჩატარებულ კვლევებში, გამოკითხულთა 38% საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისადმი კეთილგანწყობილია, ხოლო 23% – არაკეთილგანწყობილი.
შედეგების მიხედვით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის დავით ბაქრაძის მიმართ გამოკითხულთა 30% კეთილგანწყობილია, 38% -არ არის კეთილგანწყობილი.
გამოკითხულთა 23% კეთილგანწყობილია პაატა ბურჭულაძის მიმართ, 37% ის არ მოსწონს. გამოკითხულთა ასევე 23% დადებითად აფასებს შალვა ნათელაშვილს, ხოლო 39% არაკეთილგანწყობილია მის მიმართ. გამოკითხულთა 20%-ს მოსწონს ირაკლი ალასანია, მის მიმართ არაკეთილგანწყობილია 38%. ირმა ინაშვილის მიმართ კეთილგანწყობილია 15%, ხოლო 43%-ის ის არ მოსწონს. გამოკითხულთა 13% კეთილგანწყობილია ნინო ბურჯანაძის მიმართ, ხოლო 58% არაკეთილგანწყობილია. კვლევის დროს 1200 ადამიანის პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა. კვლევა 18-27 აგვისტოს ჩატრდა. ცდომილებაა 2,8 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები