კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 32% საპარლამენტო არჩევნებში მხარს “ქართულ ოცნებას” უჭერს

ტელეკომპანია “იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 32% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს. სოციოლოგიური კვლევა „იმედის“ დაკვეთით, კომპანია JPM Strategic Solutions-მა ჩაატარა.
კვლევის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 58% მიიღებს მონაწილეობას.
კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – არჩევნებზე წამსვლელი მოქალაქეების 58%-ის ხმები ასე გადანაწილდა: 32% – „ქართული ოცნება“, 16% – „ნაციონალური მოძრაობა“, 4-4% „თავისუფალი დემოკრატები“ და „ლეიბორისტული პარტია“, 3% – „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“, 2-2% „პატრიორტთა ალიანსი“ და „დემოკრატიული მოძრაობა“.
კვლევის დროს 1200 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა. კვლევა 18-27 აგვისტოს ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები