კახა კალაძე: საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ქარის ტურბინების დასამონტაჟებლად ადგილების შერჩევა მიმდინარეობს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარეობს ადგილების შერჩევა ქარის ტურბინების დასამონტაჟებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მიესალმება პროექტის განხორციელებას. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ჩვენ მივესალმებით ასეთი პროექტების განხორციელებას. ჩემი დანიშვნის დღიდან, ჩემს გუნდთან ერთად, მთავრობასთან ერთად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. ბავშვივით მიხარია, რომ ეს პროექტი დასასრულს უახლოვდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ ასეთი პროექტების განხორციელებას, თუმცა ერთი პროექტით, მაგალითად ქარის ტურბინების პროექტით შეუძლებელია თბოელექტროსადგურების ჩანაცვლება, ასევე თბოელექტროსადგურებით შეუძლებელი იქნება ჰიდროელექტროსადგურების ჩანაცვლება. ეს ყველაფერი ერთობლივად ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ, ეკონომიკურ განვითარებას”,- აცხადებს კალაძე. მისივე ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში უკვე მონტაჟდება ექვსი ტურბინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები