გიორგი კვირიკაშვილის სომხეთში ვიზიტი არ გადაიდება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სომხეთში ვიზიტი არ გადაიდება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სომხეთში არ გადაიდება. ორშაბათს, 5 ოქტომბრისთვის დაგეგმილი ვიზიტი გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში შედგება საუბარი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე”, – განაცხადა გიგიაძემ.
გიგი გიგიაძემ დღესვე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებსა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგა.
გეგიაძის ინფორმაციით, სომხური მხარე აცხადებს, რომ არანაირ შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადგილი არ ჰქონია.
მისი თქმით, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მორიგი პოლიტიკური სპეკულაციაა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები