ცესკო-მ პოლიტიკურ სუბიექტებს წილისყრით საარჩევნო ნომრები მიანიჭა
ცესკო-მ 26 პოლიტიკურ სუბიექტს წილისყრით საარჩევნო ნომრები მიანიჭა. წილისყრის შედეგების მიხედვით, საარჩევნო პოლიტიკურ სუბიექტებს წილისყრით საარჩევნო ნომრები ასე განისაზღვრა:
“რესპუბლიკური პარტია” ნომერი – 6;
“ეროვნული ფორუმი” -26;
“ახალი პოლიტიკური ცენტრი” – 9;
“ლეიბორისტული პარტია” – 10;
“პოლიტიკური ბლოკი თოფაძე “მრეწველები”;
” ჩვენი სამშობლო” – 19;
“ქართული დასი” – 4;
“ეროვნულ- დემოკრატიული პარტია” – 29;
“თავისუფალი დემოკრატები” – 27;
“თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” – 7;
“მემარცხენე ალიანსი” – 25;
“საქართველოს კომუნისტური პარტია” – 12.
ამასთან, “ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობის” და “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის” საარჩევნო ნომრები უცვლელი დარჩა, წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. “პატრიოტთა ალიანსს” და “ახალ მემარჯვენეებს” კი რამდენიმე კვირის წინ წილისყრის გარეშე მიენიჭათ ის ნომრები, რომლითაც წინა არჩევნებში მონაწილეობდენ.