თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში „ბოევიკებმა“ სამხედროების მანქანა ააფეთქეს

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქალაქ დიარბაკირთან „ბოევიკებმა“ სამხედროების ავტომანქანა ააფეთქეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. თურქეთის უშიშროების ძალების ინფორმაციით, თავდასხმის უკან „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტებმა გზაზე დამონტაჟებული ნაღმი ააფეთქეს. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
თურქეთის სამთავრობო ძალებსა და ქურთ „ბოევიკებს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირება გასული წლის ივლისში განახლდა. შეტაკებებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები