ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლეს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე, ქეთევან ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ გაგუა საქართველოში სტუმრად მყოფ პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს მარიუშ ჰალადის შეხვდნენ.
როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას პოლონეთის დელეგაციის წევრებთან ერთად პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკი დაესწრო.
პოლონეთის დელეგაციის სტუმრობის მიზანია საქართველოში განხორციელებული რეფორმის გამოცდილების გაზიარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილეებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია ახალი ბიზნესის რეგისტრაციის, სამეწარმეო კონტროლის განხორციელების ფორმების, ლიცენზიების რაოდენობის შემცირების და რეგულირებაზე კონტროლის დადგენის საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო მეწარმეობის განვითარებას, ინოვაციების ხელშეწყობასა და ბიზნესთან დიალოგის თემებს. თავის მხრივ პოლონურმა მხარემ სამინისტროს წარმომადგენლებს თავისი გამოცდილება გააცნო. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. „საქართველოში ბიზნესის მქონე პოლონელი მოქალაქეები იმდენად კმაყოფილები არიან აქ არსებული სამეწარმეო გარემოთი, გადავწყვიტეთ ჩამოვსულიყავით და ამომწურავი ინფორმაცია მიგვეღო თქვენი მთავრობის მიერ ჩატარებულ რეფორმებზე. ბოლო წლებში საქართველომ მართლაც დიდი ტრანსფორმაცია განიცადა და არაერთი საინტერესო რეგულაცია დანერგა. ადრე თუ თქვენ ჩვენგან სწავლობდით, უახლოეს პერიოდში პოლონეთი აპირებს ქართული რეფორმების ექსპორტის განხორციელებას“ – განაცხადა შეხვედრის დასარულს პოლონეთის დელაგაციის ხელმძღვანელმა მარიუშ ჰალადიმა. პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გარდა, შეხვედრები ასევე გაიმართა მთავრობის კანცელარიაში, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებში. დღეს პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები