უზბეკეთის პრეზიდენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია

უზბეკეთის პრეზიდენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

„გაცნობებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ის კრიტიკულია“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეს განცხადება უზბეკეთის სამთავრობო ტელეარხებისa და რადიოსადგურების წამყვანებმა ერთდროულად წაიკითხეს. კარიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება.

ორი დღის წინ ისლამ კარიმოვის ქალიშვილმა განაცხადა, რომ ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოხვდა. უზბეკეთში ჭორები დადის, რომ კარიმოვი უკვე გარდაიცვალა და ამის შესახებ ახლო მომავალში განაცხადებენ.
მაგალითად, გამოცემა „ფერგანა“ იუწყება, რომ კარიმოვის მშობლიურ ქალაქ სამარყანდში მისი დაკრძალვისთვის აქტიურად ემზადებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები