გაზეთი „24 საათი“ სტილს შეიცვლის
გაზეთ „24 საათი “ მუშაობის სტილს იცვლის და ამის გამო გამოცემა დროებით შეჩერებულია, – ამის შესახებ „კვირას“ გაზეთ „24 საათის“ გამომცემელმა და რედაქტორმა პაატა ვეშაპიძემ განუცხადა. მისი თქმით, გაზეთის ბოლო ნომერი 2013 წლის 31 დეკემბერს გამოვიდა.
„ვფიქრობ, გაზეთმა სტილი უნდა შეიცვალოს, ყოვედღიური ინფორმაციების ნაცვლად, ანალიტიკურ სტატიებზე მოგვიწევს მუშაობა. შესაძლებელია, კვირაში სამჯერაც გამოვიდეს. მაგრამ ამ ეტაპზე როდის განახლდება გაზეთის გამოცემა, უცნობია. ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი“, – აღნიშნა პაატა ვეშაპიძემ.
გაზეთის გამომცემელი რედაქციაში საშტატო ერთეულის შემცირებასაც არ გამორიცხავს. როგორც „კვირას“ ვეშაპიძემ განუცხადა, 2014 წლის იანვარში რედაქციის თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში იმყოფებიან.