აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის – ქვეპროგრამა 3-ის” შეთანხმება გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალიმ.
პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 100 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ძირითადი მიზანია, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით, შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზება. პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა ისეთი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს ვალის მართვის და ფისკალური რისკების შეფასებას, გადაიდგა ნაბიჯები კაპიტალის ბაზრის განვითარების, ასევე საპენსიო რეფორმის განხორციელების მიმართულებით და სხვა.
აღნიშნული წარმოადგენს 3-წლიანი პროგრამის დამასრულებელ ეტაპს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის სრულად 250 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები