საოკუპაციო ზოლთან პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მორიგ შეხვედრაზე, რომელიც სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს, ანალიტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს გააპროტესტებს.
“ჩვენ ვისაუბრებთ იმ ინციდენტებზე, რომელიც წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა. განვიხილავთ ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს. დაკავებული იყო 12 ადამიანი. ციხეში ამჟამად 2 რჩება. ასევე ვისაუბრებთ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმეზე. ჩვენ ასევე აუცილებლად განვიხილავთ სოფელ სობისში მომხდარ ინციდენტს”, – განაცხადა ქემოკლიძემ.
ერგნეთში იმყოფებიან ერვოკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. საოკუპაციო ზოლთან გამართული შეხვედრა დღის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები