ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დახურა

ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან 3 დღით ე.წ. საზღვარი დახურა. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო მთავრობამ 1-ელ სექტემბერს, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებით ახსნა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, „საზღვარზე“ მიმოსვლა 2 სექტემბრიდან აღდგება. 1-ელ სექტემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის 54 სკოლაში სწავლა იწყება. უსაფრთხოებას ე.წ. შს სამინისტროს 500 თანამშრომელი უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები