რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში წვრთნები დაიწყეს

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულმა საოკუპაციო ნაწილებმა წვრთნები დაიწყეს. სამხედრო მანევრები „ძარწემის“ პოლიგონზე მიმდინარეობს.
„ჩატარდება საბრძოლო სროლები ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, საარტილერიო დანადგარების გამოყენებით, ასევე წვრთნებში ჩართულია ნაღმმტყორცნები, ყუმბარმტყორცნები და ავტომატური იარაღი“, – ნათქვამია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წვრთნებში 300 სამხედრო მოსამსახურე და 100 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს.
ცნობისთვის, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოულოდნელი შემოწმება პრეზიდენტმა პუტინმა 25 აგვისტოს გამოაცხადა. ის 31 აგვისტომდე გაგრძელდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სექტემბერში რუსეთი სტრატეგიული წვრთნების, „კავკაზ-2016“ -ის ჩატარებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები