თიბილოვი მოსკოვში მედვედევს შეხვდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი მოსკოვში რუსეთის პრემიერ-მინისტრს, დიმიტრი მედვედევს შეხვდა. შეხვედრა ფორუმზე, „რუსეთთან ერთობაში“ გაიმართა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„ჩვენ მრავალი პროექტის განხორციელების საშუალება გვაქვს, რის ხარჯზეც ჩვენი რესპუბლიკა უკეთესობისკენ იცვლება“, – განაცხადა თიბილოვმა.
„მიხარია, რომ სამხრეთ ოსეთი ვითარდება. ის იდეები, რომლებსაც ჩვენ 2008 წელს ვიცავდით, კვლავ აქტუალურია და ჩვენს ხალხებს შორის დაახლოების პროცესი გრძელდება“, – განაცხადა მედვედევმა.
ლეონიდ თიბილოვმა დიმიტრი მედვედევი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიიწვია.