ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა, დოლართან მიმართებაში – გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2914 ლარი გახდება. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.2856 ლარს შეადგენდა, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0058 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5625 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5802 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0177 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები