ტალინის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინის აეროპორტში 200 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ეს გადაწყვეტილება პოლიციამ იმის გამო მიიღო, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა ბარგში ბომბის შესახებ აცნობა.
„ერთ-ერთმა, მგზავრმა პოლიციას აცნობა, რომ მის ბარგში ბომბი იყო. ამის შემდეგ აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ბარგის შემოწმების შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. მგზავრი დაკავებულია“ – განაცხადეს ადგილობრივ ხელისუფლებაში.
პოლიციამ „ხუმრობის“ ავტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები