მოსკოვში ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა

მოსკოვის ერთ-ერთ საწყობში მომხდარ ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა. ოთხი ადამიანი დაშავდა. აალება რუსეთის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. „ხანძარი 100 კვადრატული მეტრის ფართობზე გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობის დროს მეხანძრეებმა 16 ცხედარი აღმოაჩინეს. ხანძრის მიზეზები დგინდება“ – განაცხადეს მოსკოვის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოში. საწყობი ერთ-ერთ გამომცემლობას ეკუთვნოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები