რუსეთი შავი ზღვის ფლოტში და კასპიის ფლოტილიაში მასშტაბურ წვრთნებს ატარებს  

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 15 ხომალდი და კასპიის ფლოტილიის 10 სამხედრო გემი ზღვაში გავიდა. ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაში მონაწილეობენ, რომელიც 25 აგვისტოს დაიწყო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ინფორმაციით, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება 25-31 აგვისტოს გაიმართება.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მოჰყვა ვაშინგტონის გამოხმაურება.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი არსებული შეთანხმებების ფარგლებში ყველა ვალდებულებას შეასრულებს და მეზობლებს წვრთნების შესახებ ყველა აუცილებელ ინფორმაციას მიაწვდის“, – განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მიშელ ბალდანსამ.
რუსული არმიის მასშტაბური შემოწმების შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები