იან კელი: საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალები არ უნდა იმყოფებოდნენ
ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ სამხედრო წვრთნების ფაქტს აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალები არ უნდა იმყოფებოდნენ.
კელიმ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება გაიხსენა, რომელიც საწყის პოზიციებზე ჯარების გაყვანას ითვალისწინებს.
„რუსეთის შეიარაღებული ძალები არ უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. არსებობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ჯარების გაყვანას საწყის პოზიციებზე ითვალისწინებს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე სამხედრო წვრთნებით, როდესაც ასეთი მასშტაბის სამხედრო ღონისძიება ტარდება, აუცილებელია ის იყოს გამჭირვალე და მის შესახებ მხარეებს შორის შეთანხმება არსებობდეს“, – განაცხადა იან კელიმ.