კერი და ლავროვი ჟენევაში მოლაპარაკებას მართავენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჟენევაში მოლაპარაკებას მართავენ. შეხვედრა სასტუმრო „პრეზიდენტ უილსონში“ მიმდინარეობს.
საუბრის მთავარი თემა სირიის კონფლიქტია.
რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი უნდა შეეხოს ალეპოში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებას და პოლიტიკური დიალოგის განახლებას. ასევე შესაძლოა, საუბარი იყოს თურქეთის სამხედრო ოპერაციაზე ჩრდილოეთ სირიაში. კერი და ლავროვი შეხვედრაზე უკრაინაში არსებულ მდგომარეობასაც განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები