ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული საოკუპაციო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული საოკუპაციო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაში ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და 200 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
საოკუპაციო ძალები დისლოკაციის ადგილიდან მაღალმთიან პოლიგონ „ძარწემზე“ გადაისროლეს. საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება შეიარაღებულ ძალებში ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა. სამხრეთის, დასავლეთის, ცენტრალური ოლქების შეიარაღებული ძალები, ასევე ჩრდილოეთ ფლოტი და საჰაერო-სადესანტო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება 31 აგვისტოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები