რიწის ტბისკენ მიმავალი გზა ჯიპების მძღოლებმა ჩახერგეს

ჯიპების მძღოლებმა, რომლებსაც ტურისტები დაჰყავთ, ოკუპირებულ აფხაზეთში რიწის ტბისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
საპროტესტო აქცია მძღოლებმა იმის გამო გამართეს, რომ ისინი ლიცენზიის არარსებობის გამო დააჯარიმეს. აქციის გამო რიწის ტბისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც ჯიპების მძღოლებთან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი ასლან კობახია მივიდა და გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები