ნორვეგია რუსეთის საზღვარზე კედელს ააშენებს

ნორვეგია რუსეთის საზღვარზე 200-მეტრიან კედელს ააშენებს. მისი მიზანია არალეგალურ მიგრანტებთან ბრძოლა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ნორვეგიის მხარის ინფორმაციით, კედლის სიმაღლე 3,5 მეტრი იქნება. ის საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ბორისოგლებსკ-სტურსკუგის“ გვერდით აიგება. აქვე ჭიშკარი აშენდება. კონსტრუქციის აგება ყინვების დადგომამდე უნდა დასრულდეს – რუსეთის საზღვარზე ღობის აგების იდეა ნორვეგიაში 2016 წლის აპრილში გაჩნდა. ოსლო აცხადებს, რომ რუსული მხარე ამ გეგმების შესახებ ინფორმირებულია და მას პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები