კოლუმბიის მთავრობამ და ამბოხებულებმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს

კოლუმბიის მთავრობამ და ამბოხებულთა დაჯგუფება „ფარკის“ წარმომადგენლებმა ისტორიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მან ბოლო უნდა მოუღოს 50-წლიან დაპირისპირებას, რომელიც კონფლიქტების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა.
შეთანხმება ჰავანაში იყო ხელმოწერილი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო. კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები (“ფარკი”) ქვეყნის მთავრობასთან შეიარაღებულ ბრძოლას 1964 წლიდან აწარმოებენ.
ნახევარსაუკუნოვანი კონფლიქტის შედეგად 220 ათასი ადამიანი დაიღუპა. მილიონობით ადამიანმა საკუთარი სახლები დატოვა. ბოლო წლებში კოლუმბიის მთავრობამ და დაჯგუფების ლიდერებმა კომპრომისს მიაღწიეს მიწის რეფორმის, დაჯგუფების განიარაღების და პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი ინტეგრაციის საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები