ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ორი დღით ჩაკეტავს. ამის მიზეზი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების იუბილეა, რომელიც 26 აგვისტოს აღინიშნება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. უშიშროების კომიტეტიდან აცნობეს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. საზღვარზე გადაადგილება 27 აგვისტოს დილის 7 საათიდან განახლდება.
შეგახსნებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.