მიანმარიში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა დღეს მიანმარის ცენტრალურ ნაწილში. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ აშშ-ის გეოლოგიური სამსახურიდან შეატყობინეს.
მიანმარის ხელისუფლების ინფორმაციით, ბიძგები იგრძნობოდა მანდალაის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჩაუკში.
მიწისქვეშა ბიძგები ბანგლადეშსა და ტაილანდშიც დააფიქსირეს. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის მარტში მიანმარიში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები