იტალიის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,2 შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქ პერუჯასთან მდებარეობდა. ამატრიჩეს მერის, სერჯიო პეროცის განცხადებით, ქალაქის ნახევარი დანგრეულია. მისი თქმით, ნანგრევებში ხალხი რჩება. ქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიწისძვრას რამდენიმე ე.წ. აფთერშოკიც მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს იტალიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 300 ადამიანი დაიღუპა.