ქართველი გლეხის მოსავალი ოსმა სამხედროებმა აიღეს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისის მაცხოვრებლის, შალვა ჩილინდრიშვილის მოსავალი ოსმა სამხედროებმა აიღეს.
ჩილინდრიშვილმა ქერი აპრილში დათესა, რამდენიმე კვირაში რუსმა სამხედროებმა ნაკვეთი შუაზე გაყვეს, თუმცა ჩილინდრიშვილის მხარეს დატოვებული ქერიც მათ აიღეს.
„ნაკვეთის ძირითადი ნაწილი, 6 ჰექტარი წინაგარის რაიონს მიაკუღთვნეს. ბაღში ბოძები ჩასვეს და მეორე ნახევარზე გადასვლა ამიკრძალეს, ნახევარი ავიღე, ვფიქრობდი, მეორე ნახევარსაც ავიღებდი. გუშინ მაგათი მხრიდან, ჯარისკაცებთან ერთად, შემოვიდა კომბაინი და აიღეს მოსავალი. დღეს დილით მოამთავრეს მუშაობა. რა ვქნა, არ ვიცი“, – ამბობს ჩილინდრიშვილი.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლების ყველა უწყება, სობისიში ელოდებიან გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დავით ონიაშვილსაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები