მაშველებმა ოკუპირებული აფხაზეთის მთებში დაკარგული რუსი ტურისტები იპოვეს

სამდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონის მაღალმთიან ნაწილში დაკარგული ოთხი რუსი ტურისტი იპოვეს.
ისინი სოფელ ფსხუდან ვერტმფრენით სოხუმში გადაიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება. ტურისტების დაკარგვასთან დაკავშირებით განგაში ოჯახმა ატეხა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. მათ იცოდნენ, რომ ოთხი მოსკოველი რუსეთში 17 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ისინი ამ დროისთვის სოხუმში არ დაბრუნდნენ. დაკარგულ ტურისტებს სამი დღე ეძებდნენ. ძებნის ოპერაციაში ავიაციაც იყო ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები