ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტები დაიკარგნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ოთხი რუსი ტურისტი დაიკარგა. ისინი ფეხით გუდაუთის რაიონის სოფელ ფსხუში მიდიოდნენ.
როგორც სააგენტო „სპუტნიკს“ გუდაუთის რაიონის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამმართველოდან აცნობეს, დაკარგულ ტურისტებს მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ.
სააგენტო ასევე იუწყება, რომ გუშინ გაგრაში უკრაინელი ტურისტი დაიხრჩო, თუმცა მისი ცხედარი ამ დრომდე აღმოჩენილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები