აშშ-ის სანაპიროსთან წყალქვეშა ნავი გემს შეეჯახა

ამერიკული სტრატეგიული ატომური წყალქვეშა ნავი „ლუიზიანა“ აშშ-ის სანაპიროსთან გემს შეეჯახა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაურობის ინფორმაციით, ორივე ხომალდმა უმნიშვნელო დაზიანება მიიღო და პორტში რემონტის ჩასატარებლად წავიდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
მიმდინარეობს მომხდარის მიზეზების დადგენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები