რიო-დე-ჟანეიროში ავსტრალიელი სპორტსმენები დააკავეს

სულ მცირე ცხრა ავსტრალიელი სპორტსმენი დააკავეს რიო-დე-ჟანეიროში. ეს პირები აკრედიტაციის გაყალბებაში არიან ეჭვმიტანილები, რათა ავსტრალია-სერბეთის საკალათბურთო მატჩს დასწრებოდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
დაკავებულთა შორის არიან ველოსიპედისტები, რაგბისტები და ნიჩბოსნები.
მანამდე სკანდალი აგორდა ამერიკის შეერთებული შტატების მოცურავეთა ნაკრების წევრთა განცხადების გამო, თითქოს ისინი რიოში გაძარცვეს. თუმცა ბრაზილიის პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ არანაირი ძარცვა არ მომხდარა და ამერიკელ სპორტსმენებს ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის პერსონალთან კონფლიქტი მოუვიდათ. ამის გამო შეერთებული შტატების ოლიმპიურმა კომიტეტმა ბოდიში მოიხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები