რუსი მოჭიდავე ქალი სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა სცემა

რუსმა მოჭიდავე ინა ტრაჟუკოვამ განაცხადა, რომ რიო-დე-ჟანეიროში ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობაში დამარცხების შემდეგ ის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ მამიაშვილმა სცემა.

„მე ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობაში დავმარცხდი. ამის შემდეგ მე ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი დამხვდა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მამიაშვილი უხეშად მელაპარაკებოდა და შემდეგ ორჯერ დამარტყა სახეში. ეს ყველაფერი მოწმეთა თანდასწრებით მოხდა. რუსეთში ჩასვლის შემდეგ მე პროკურატურაში განცხადებას შევიტან და ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სპორტის მინისტრს მივაწვდი. მე მონა არა ვარ, რომ ასე მომექცნენ! ეს უნდა დასრულდეს, რომ ასეთი მოქცევის გამო სხვა სპორტსმენები არ დაზარალდენენ“, – განაცხადა ტრაჟუკოვამ.

თავად მამიაშვილმა განაცხადა, რომ რუსი სპორტსმენი იმდენად უსახურად ასპარეზობდა, რომ მათ „ძალიან მწვავე საუბარი ჰქონდათ“.

„ის ღირსეულად უნდა გამოსულიყო და შედეგზე პასუხს აგებს. ჩვენ შექმნილ ვითარებაში უნდა გავერკვეთ“, – განაცხადა მამიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები