აშშ გიულენის საქმის გამოსაძიებლად თურქეთში ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო თურქეთში უახლოეს მომავალში ექსპერტთა ჯგუფს გააგზავნის, რომელიც ისლამის მქადაგებლის, ფეთჰულაჰ გიულენის წინააღმდეგ ბრალდებებს შეამოწმებს. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.
ვაშინგტონის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ანკარა პენსილვანიის შტატში მცხოვრებ გიულენს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, ანკარამ ვაშინგტონს სამხედრო ამბოხებასთან მისი კავშირის მტკიცებულებები არ წარუდგინა. თურქეთი გიულენის ექსტრადირებას ითხოვს. შესაბამისი თხოვნით ბარაკ ობამას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირადად მიმართა.