უკრაინაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ხარკოვში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
39 წლის დაკავებული მამაკაცი უკრაინაში შუა აზიიდან ჩავიდა. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებამდე ტერორისტებთან კავშირში ბრალდებულმა პირმა სირიაში ტერორისტთა ბანაკებში სპეციალური მომზადება გაიარა. ის სამართალდამცველებს დიდი ხნის განმავლობაში ემალებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები