გარემოს დაცვის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

   ბზის უკანონო მოჭრის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდე იქნება – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს გადააჭარბებს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
“ახლოვდება ბზობის დღესასწაული. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით უმოწყალოდ ნადგურდება უნიკალური კოლხური ბზა, რეალურად ის გადაშენების საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ გარემოს დაცვის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. კერძოდ, ტყეში ბზის მოჭრასა და ტოტების დაზიანებაზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები. სანქციები დამოკიდებულია ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაზე. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდე მერყეობს, ხოლო მიყენებული ზიანი თუ 1 000 ლარს აჭარბებს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ბზის მოჭრისგან“, – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები