“ბი-ბი-სის“ ოფისში ევაკუაცია გამოცხადდა

ლონდონში, დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის, „ბი-ბი-სის“ ოფისიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა. ამის მიზეზი კორპორაციის შენობასთან მყოფი საიდუმლო ავტომობილი გახდა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ევაკუაცია „ბი-ბი-სის“ შენობასთან ახლოს მდებარე სახლებიდანაც მოხდა. ამჟამად საეჭვო ავტომობილს პოლიცია ამოწმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები