გალის რაიონში იარაღის სამალავები აღმოაჩინეს
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა იარაღის ორი სამალავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ამოღებულია 7,62-მილიმეტრიანი კარაბინი, 2 სანადირო თოფი და ტყვია-წამალი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური იუწყება, რომ გალის რაიონში მსგავსი მოქმედებები, რუს ოკუპანტებთან ერთობლივად, მომავალშიც გაგრძელდება.