სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა სახელმწიფო სტატუსი მიიღო

   მთავრობის დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, სამცხე-ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტმა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო. განათლებისა და მეცნიერები მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს წლევანდელი წლიდან 17 უფასო მიმართულების ამოქმედება შეუძლია.
“სამცხე-ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტში რეორგანიზაცია მოხდა. დაიმატა მესამე საფეხური – დოქტურანტურა და გახდა სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს მან მოახერხა მთელი წლის შრომატევადი სამუშაოს შესრულების შემდეგ, რომელშიც აქტიურად ეხმარებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ჩვენ მივესალმებით, წარმატებას ვუსურვებთ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს”, – განაცხადა სანიკიძემ.
მინისტრის თქმით, განათლების სამინისტროს მომავალი მიზანია, დაეხმარონ ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს. “წელს უკვე სამცხე-ჯავახეთს შეეძლება 17 უფასო მიმართულება აამოქმედოს, რომელიც ჩვენ გვაქვს და სტუდენტები მიიღოს ამ უფასო მიმართულებაზე. ჩვენი შემდეგი მიზანია, დავეხმაროთ ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს, რომ ასევე მიაღწიოს მსგავს წარმატებას. იგეგმება ამ ორი სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურული დახმარება, რომ მოწესრიგდეს სტუდენტთა საცხოვრებელი, უშუალოდ სასწავლო კორპუსში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები