ოკუპირებულ აფხაზეთში ორი თვის წინ გატაცებული ირინა დოჩია გაათავისუფლეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ირინა დოჩია გაათავისუფლეს, რომელიც ბოროტმოქმედებმა 2 ივლისს გაიტაცეს. ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ოპერაცია ე.წ. უშიშროების სამსახურმა და რუსეთის უშიშროებამ ჩაატარა. ამჟამად გამტაცებელთა ვინაობა დგინდება.