რუსეთში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქმიანობა აიკრძალა

რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ორი არასამთავრობო ორგანიზაციის – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და განვითარებისა და ინვესტირების ფონდის საქმიანობა აიკრძალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა „რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციურ წყობას და უშიშროებას საფრთხეს უქმნის“.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყნისთვის დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაში დასახმარებლად შეიქმნა. მისი დამფუძნებელი არიზონის შტატის სენატორი ჯონ მაკკეინია, რუსეთში ინსტიტუტი 1992 წლიდან მუშაობს და რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრებისთვის რამდენიმე ტრენინგი ჩაატარა. 2015 წელს ის „პატრიოტულ სტოპ-სიაში“ შეიყვანეს, რომელიც ფედერაციის საბჭომ შეიმუშავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები