სირიის ოპოზიციურმა ძალებმა ქალაქი ჩაბანბეი აიღეს

სირიის ოპოზიციის ძალებმა ალეპოს პროვინციაში ქალაქი ჩაბანბეი აიღეს. მანამდე მას „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ეს ქალაქი ააზეზსა და ჯარაბრუსს შორის მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამ ინფორმაციის მიხედვით, მოკლულია დიდი რაოდენობით „ბოევიკი“ და განადგურებულია მათი სატრანსპორტო საშუალებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები