სირიის ციხეებში 5 წელიწადში 18 ათასი ადამიანი დაიღუპა

2011-2015 წლებში სირიის ციხეებში 18 ათასი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Amnesty International-ის ანგარიშშია აღნიშნული. უფლებადამცველ ორგანიზაციას 65 პირისგან მიღებული ინფორმაცია აქვს, რომლებიც ციხეებში შოკისმომგვრელ ძალადობას და წამებას გადაურჩნენ. ხშირია პატიმრების ცემისა და სექსუალური ძალადობის ფაქტები.
„თავისი ოპონენტების გასატეხად, სირიის ხელისუფლება ხშირად იყენებს წამებას. დღეს წამება ოპოზიციურ საქმიანობაში ეჭვმიტანილ პირთა მიმართ სისტემატურად გამოიყენება“, – განუცხადა „ბი-ბი-სის“ Amnesty International-ის წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ფილიპ ლიუტერმა. მისი თქმით, ამ მასშტაბებით ასეთი მეთოდების გამოყენება არის დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები