ე.წ. სამხრეთ ოსეთში ღორებს აფრიკული ჭირი დაუდგინდათ

ე.წ. სამხრეთ ოსეთში „როსსელხოზნადზორმა“ ღორებს აფრიკული ჭირი დაუდგინა. ამ უწყებამ ოკუპირებული რეგიონის ოთხ რაიონში შესაბამისი კვლევები ჩაატარა. ამის თაობაზე სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. აგვისტოს დასაწყისიდან მხოლოდ ძაუს რაიონში ასობით ღორი დაიღუპა. რაიონის ვეტერინარული სამსახურის ინფორმაციით, ღორები შავი ჭირით იყვნენ დაავადებულები. დაღუპული ღორების ქსოვილის ნიმუშები ექსპერტიზაზე სტავროპოლში გააგზავნეს. სხვადასხვა ინფორმაციით, ბოლო დროის განმავლობაში აფრიკული ჭირისგან ე.წ. სამხრეთ ოსეთში 500-მდე ღორი დაიღუპა. მდგომარეობას ის ართულებს, რომ დაავადებული და ჯანმრთელი ღორების განცალკევება ძალზე რთულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები