ასლან კობახია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ასლან კობახიას დანიშვნის შესახებ. ამის თაობაზე სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ასლან კობახია ამჟამად გენერალ-მაიორის წოდებას ატარებს. ის 1960 წელს გუდაუთის რაიონში დაიბადა.