რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს ფინანსური მხარდაჭერის სახით 1,676 მილიარდ რუბლს გადასცემს

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს ფინანსური დახმარების სახით 1,676 მილიარდ რუბლს გადასცემს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ხლოპონინმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მთლიანად მიმდინარე წელს აფხაზეთი რუსეთისგან 3 მილიარდ რუბლს მიიღებს. 2015-2017 წლებში, ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, მოსკოვი სოხუმს 9,3 მილიარდ რუბლს გადასცემს. 2016 წელს, საერთო ჯამში, 266 სხვადასხვა პროექტის განხორციელება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები